ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მეწყრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 18-ს კი ამ დრომდე ეძებენ.
მეწყერმა დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ერთი ხიდი.
კუნძულ სულავესიზე მდებარე ოქროს მაღაროში სტიქიის შედეგად დაიღუპნენ მაღაროელები.
მაშველებმა ამ დრომდე 5 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურის 160-ზე მეტი თანამშრომელი.