ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სი ძინპინი რუსეთ-უკრაინის ომზე: თუ ყველა დიდი ქვეყანა ნეგატივის ნაცვლად, პოზიტივზე გაამახვილებს ყურადღებას, ცეცხლი უფრო სწრაფად შეწყდება

ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის განცხადებით, უკრაინაში დაუყოვნებლივი ზავის გამოცხადება და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ყველა მხარის ინტერესებში შედის. ამის შესახებ მან პეკინში უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჩინეთის ლიდერმა დადებითად შეაფასა უკრაინაში მშვიდობის ორბანის მიერ გადადგმული ნაბიჯები და განაცხადა, რომ ამ საკითხზე ბუდაპეშტისა და პეკინის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შექმნას შესაბამისი პირობები და მხარი დაუჭიროს პირდაპირი დიალოგის განახლებას და ორმხრივ მოლაპარაკებებს. თუ ყველა დიდი ქვეყანა ნეგატივის ნაცვლად, პოზიტივზე გაამახვილებს ყურადღებას, ცეცხლი უფრო სწრაფად შეწყდება“, - აღნიშნა სი ძინპინმა.