უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ვიქტორ ორბანი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს უკვე შეხვდა.
„ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო პირობების შექმნაში. ეს არის მიზეზი, რატომაც ვეწვიე პრეზიდენტ სი ძინ პინს პეკინში, ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ", - დაწერა ორბანმა X-ზე.
მანამდე უნგრეთის პრემიერი ჯერ უკრაინას ეწვია, შემდეგ კი მოსკოვში ჩავიდა.
.