ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს ბუდაპეშტში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება.
მისი თქმით, ბუდაპეშტში ის განიხილავს ნატო-ს სამიტის დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას.
„ჩემი, როგორც გენერალური მდივნის ამოცანის ნაწილია, შევხვდე ნატო-ს ქვეყნების ლიდერებს და უზრუნველვყო, რომ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება. მოუთმენლად ველოდები ბუდაპეშტში ჩასვლას, რათა განვიხილო ნატო-ს სამიტის დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას და ასევე იმას, თუ როგორ გავაძლიეროთ კიდევ უფრო ჩვენი თავდაცვა და შეკავება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.