პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სახელმწიფო ვიზიტით პეკინში იმყოფება. აეროპორტში დუდასა და მის მეუღლეს ჩინეთის საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილე დახვდა. მიმდინარე წელს ჩინეთისა და პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ვიზიტის ფარგლებში ანჯეი დუდა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.
ანჯეი დუდას თქმით, ჩინეთის მთავრობას გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა და შეუძლია ბელარუსის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ლუკაშენკოზე ზეწოლის განხორციელება, რათა მან პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმები შეწყვიტოს.
პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტს 26 ივნისს დაასრულებს.