TV 24-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შშმ პირზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მოძალადე 24 წლის კაცი სოფელში დასასვენებლად, ნათესავთან იმყოფებოდა.
შემთხვევის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სახლში მარტო იმყოფებოდა და მისი დახმარება ვერავინ შეძლო.
როგორც TV 24-ს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: სულხან მესხიძე