ვაშინგტონში დღეს ნატოს სამდღიანი სამიტი იწყება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნატოს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იქნება.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისთვის არსებით პაკეტზე შეთანხმდებიან.
„ველით უკრაინისთვის უფრო მყისიერ სამხედრო დახმარებას, უსაფრთხოების საკითხზე მეტ ორმხრივ შეთანხმებებს და მუშაობას გაღრმავებულ სამხედრო თავსებადობაზე. ყველა ეს ელემენტი ქმნის ხიდს ნატო-ში გაწევრიანებისკენ და უკრაინისთვის ძალიან ძლიერ პაკეტს სამიტზე. უკრაინა უახლოვდება ნატოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.