ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჰერჩინსკი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

27 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ეს ძალიან ნათლად იყო დაფიქსირებული. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ არის აშკარა უკუსვლა 9 დათქმის შესრულების კონტექსტში, ხოლო ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა აბსოლუტურად არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს, ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დაპაუზებულია. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა პარალელურად წინ მივიწევთ მოლდოვასთან და უკრაინასთან. სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ვიმედოვნებ, არჩევნების შემდეგ ახლად შექმნილი მთავრობა, როგორიც არ უნდა იყოს, კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.