ოპოზიციის მიერ პარტიული კვლევების გამოქვეყნება არის არასწორი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ პარტიების ერთიანობა საქართველოს მოქალაქეების სურვილია. მისივე თქმით, ერთიანობას მაღალი მხარდაჭერა ექნება.
„ოპოზიციის მიერ პარტიული კვლევების გამოქვეყნება არის არასწორი და საერთოდ ამოგლეჯილია სიტუაციიდან, რადგან, სამწუხაროდ, არღვევენ ამას ჩვენი ოპოზიციური კოლეგები, რომ კვლევები არ უნდა გამოქვეყნებულიყო. მივმართავ მათ, ვინც ჩაატარეს ეს კვლევები, შევთანხმდეთ და სრულფასოვნად გამოვაქვეყნოთ, რადგან იქ აბსოლუტურად სხვა ციფრებია. ჩვენ ერთიანობა იმიტომ დავაფუძნეთ და ერთიანობით იმიტომ მივდივართ, რომ გაცილებით მაღალი იქნება ერთიანობის მხარდაჭერა ამ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს უნდათ გაერთიანება“, – განაცხადა ვაშაძემ.