ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თინა ბოკუჩავა: საზოგადოების მხრიდან მთავარი დაკვეთა ერთიანობაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მოიტანს გამარჯვებას

საზოგადოების მხრიდან მთავარი დაკვეთა არის ერთიანობა, - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ერთიანობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ გაერთიანება გამარჯვების მომტანი იქნება.

„დღეს მთავარი დაკვეთა საზოგადოების მხრიდან არის ერთიანობა. ერთიანობა ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის და ჩვენი ვალია, პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების, რომ ვუპასუხოთ ამ დაკვეთას, ამიტომ გავერთიანდით ამ წინასაარჩევნო მოძრაობაში კამპანიისთვის, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოიტანს გამარჯვებას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს არის მთავარი არსი ერთიანობის, რომლის სტარტიც გუშინ საზოგადოებამ იხილა. ახლა კი ჩვენი ამოცანაა, მივიდეთ თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან და მივიტანოთ ჩვენი სათქმელი",- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ახალი პოლიტიკური პლატფორმის - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა.