ჰიმალაიებში, ქაშმირის რეგიონში შეიარაღებული პირების ჯგუფი ინდოელ ჯარისკაცებს დაესხა თავს. შემთხვევას 5 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეიარაღებულმა პირებმა ინდოელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ხელყუმბარა ესროლეს, საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ კი ტყეს შეაფარეს თავი.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, რათა რეგიონში მშვიდობა და წესრიგი აღდგეს.