„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ხვალ. 10:00 საათიდან შეკრებას გეგმავენ.
როგორც საკონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტებიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივლენ და პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ.