ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თეონა აქუბარდია: საქართველოს თავდაცვისუნარიანობის დაზიანებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკიდურესად დააზიანა.

მისივე თქმით, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესები იქნას შენარჩუნებული, არის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს გამარჯვება.

„ქართული ოცნების“ მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებმა და ანტიდასავლურმა, ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა უკვე უკიდურესად დააზიანა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ჯარი. აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესს მოჰყვა არა მხოლოდ ერთობლივი სამხედრო მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ გაუქმება, არამედ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან დახმარების გაქრობა, რისი დასტურიცაა 2025 წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტიდან საქართველოს საკითხის ამოღება. ამაზე ღიად საუბრობდა ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი...

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამ სიმძიმით დაზიანებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, მის მთავრობას და უმრავლესობას, რომელიც ვერც კი ბედავს, უპასუხოს ქართულ ჯარს, რატომ ჩააყენა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა. ამ დიდი ზიანის მიუხედავად, ერთადერთი შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და შევინარჩუნოთ ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესები, მათ შორის თავდაცვისუნარიანობა, არის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს გამარჯვება, რაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ ძალაუფლებიდან გაშვებით მოხდება“, – განაცხადა აქუბარდიამ.