ესპანეთის ქალაქ პამპლონაში სან-ფერმინის ფესტივალზე, ხარების რბოლის დროს 6 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება იტყობინება.
ხარების ტრადიციული რბოლა დაახლოებით 3 წუთს გაგრძელდა. სან-ფერმინის ფესტივალი 6 ივლისს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად იმართება ხარების რბოლა, რომლის დროსაც ასობით ადამიანს ქალაქის ვიწრო ქუჩებში ხარები მისდევენ.