შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი რუსეთის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ის ამტკიცებს, რომ აშშ-ს საქართველოში პარლამენტის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს.
მილერის პასუხს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
„ეს სრულიად მცდარია. ვფიქრობ, რომ სრულიად აშკარაა, რომ ეს სრულიად მცდარია. ეს არ არის პირველი შემთხვევა და რუსეთი მსგავს ბრალდებებს აკეთებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად მცდარი იყო. აბსურდი.
მე უბრალოდ აღვნიშნავ იმ ქვეყნის, რუსეთის ირონიას, რომელიც უკანონოდ იკავებს საქართველოს 20%-ს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ აბსურდულ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყნის მიმართ", - ამბობს მილერი.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) აცხადებენ, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
უწყების თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში უკვე შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების” დისკრედიტაციისთვის.
JUST NOW: State Dept responds to Russian claims that the U.S. "is seeking regime change" in Georgia:
— Alex Raufoglu (@ralakbar) July 9, 2024
"It’s completely false," DoS Spox says
1/3