ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პეტერ ფიშერი: გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ, გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის სამხედროებმაც გააუქმეს მონაწილეობა ახალ პარტნიორობაში.

„ჩვენ გავაუქმეთ პროგრამა, რომელიც გასულ წელს თბილისში ჩატარდა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. ახლა ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა. ჩვენ ვიყავით აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის საუკეთესო პარტნიორი, სწორედ აქ გვინდა რომ ვიყოთ. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამის მიხედვით“, – განაცხადა ფიშერმა.