ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პეტერ ფიშერი: გერმანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მრავალი ათეული მილიონი ევროთი მხარს უჭერდა და ჩვენ გვსურს ამას დავუბრუნდეთ

არა! თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ აქ ვდგავართ, ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე საიუბილეო სამიტი მიმდინარეობს და ჩვენი ალიანსი, მე გერმანიის სახელით ვსაუბრობ, სადაც გერმანია წამყვან როლს თამაშობს, რუსეთის აგრესიასა და რუსეთის აგრესიის ნებისმიერ ფორმას ძალიან მკაცრად ეწინააღმდეგება, - ასე პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კითხვას, ასხამს თუ არა რუსეთის წისქვილზე წყალს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაყინვა.

მისივე თქმით, გერმანიას საქართველოსთან პოზიტიური ურთიერთობის სურვილი აქვს.

,,მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რომ ჩვენ გვსურს საქართველოსთან ძალიან პოზიტიური ურთიერთობა გვქონდეს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოსთან ძალიან პოზიტიური კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდა, გერმანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მრავალი ათეული მილიონი ევროთი მხარს უჭერდა და ჩვენ გვსურს ამას დავუბრუნდეთ“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ამასთან, ელჩის თქმით, სასწავლო ვიზების გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.