„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აშშ-სგან ქართველ ხალხს მკაფიო განაცხადი აქვს, რომ „ქართული ოცნების” რეჟიმით ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატო-სკენ.
„ჩვენი მეგობრებისგან ევროკავშირისგან და შეერთებული შტატებისგან მკაფიო განაცხადი გვაქვს ქართველ ხალხს, რომ ამ რეჟიმით, “ქართული ოცნებით” ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატო-სკენ. ეს არის ყველაზე მკაფიო არჩევანი დამოუკიდებლობის 33 წლის განმავლობაში, რაც გველოდება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.