ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჭიაბერაშვილი: „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოუწევთ სანქციებით ფასის გადახდა იმაზე, რაც „რუსული კანონის“ შემოღებით ჩაიდინეს

„ქართული ოცნების”, ამ რუსული კოშმარის წარმომადგენლებს მოუწევთ სანქციებით ფასის გადახდა იმაზე, რაც „რუსული კანონის“ შემოღებით ჩაიდინეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ოცნებას“, რაც „რუსული კანონის“ შემოღებით ჩაიდინა, არც ქართველი ხალხი, არც ქართველი ხალხის მეგობრები და საერთაშორისო მეგობრობა არ აპატიებს.

„ქართული ოცნების“ ამ რუსული კოშმარის წარმომადგენლები კარგად აცნობიერებენ ორ რამეს, ერთი - ისინი კარგავენ ძალაუფლებას, რომელიც 26 ოქტომბერს გაფორმდება ქართველი ხალხის ნებით და მეორე , რომ მათი ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც ეს იყო რუსული კანონის კენჭისყრამდე.

მათ ჩაიდინეს ქვეყნის ღალატი, რომელსაც არც ქართველი ხალხი და არც ქართველი ხალხის მეგობრები და საერთაშორისო მეგობრობა, ბუნებრივია არ აპატიებს. სანქციები იქნება და როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ სანქციები იქნება, სწორადაც ღელავენ სანქციების გამო, რადგან ისინი კარგავენ ძალაუფლებას, იმ პრივილეგიებს, იმ ფულს - რომელსაც ხალხის ჯიბიდან იპარავდნენ, ეს ერთი და მეორე მათ მოუწევთ სანქციებით ფასის გადახდა იმაზე, რაც რუსული კანონის შემოღებით ჩაიდინეს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.