ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სტოლტენბერგი: ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, როდის შეიძლება გაწევრიანდეს უკრაინა ნატოში

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, როდის შეიძლება გაწევრიანდეს უკრაინა ნატოში.

„უკრაინასთან დაკავშირებით ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც შედგება 5 ელემენტისგან. ესენია: უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა უსაფრთხოების სფეროში; გრძელვადიანი ვალდებულების აღება უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მიმართულებით; ახალი სამხედრო დახმარება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებები; ორმხრივი შეთანხმებები უსაფრთხოების მიმართულებით ნატოს მოკავშირეებსა და უკრაინას შორის; და უკრაინისა და ნატოს ჯარებს შორის სრული ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა, მათ შორის ახალი წვრთნები პოლონეთში. ეს ყველაფერი ჯამში წარმოადგენს ძლიერ ხიდს უკრაინისთვის, ნატოში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.