ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოზე წერს და გასულ ღამეს მომხდარ მოვლენებს მინსკის დიქტატურის რეპრესიებს ადარებს.
„თბილისში გუშინდელი ღამე 4 წლის წინ მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ. იქ რეპრესიები არასდროს სრულდება და ეს გასაკვირი არაა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროპაში ინტეგრირდება. მაგრამ ევროპა სხვანაირია“,- წერს ლინას ლინკევიჩუსი.
Last night in Tbilisi- reminiscent of the repression of the dictatorship in Minsk 4 years ago. There the crackdown is never ending and it’s not surprising. #Georgia’s authorities declare that they are integrating into Europe. But Europe is different.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) May 14, 2024
pic.twitter.com/gODL4KlKrt