ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაპირისპირდნენ.

დაპირისპირება ამჯერად პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

უმრავლესობის წევრები პარლამენტის სასესიო დარბაზში ლილუაშვილთან მაშინ მივიდნენ, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს აქციების მიმდინარეობისას დაშინებისა და ძალადობის ფაქტებზე ესაუბრებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

საკონონმდებლო ორგანო „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს.