კრემლის პრესსპიკერის მტკიცებით, საქართველოს მთავრობას უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკის დაცვა სურს.
„ჩვენ, ერთი მხრივ, ვადასტურებთ საქართველოს ხელმძღვანელობის სურვილს დააზღვიონ თავიანთი ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან, ფაქტობრივად, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა. მეორე მხრივ, კი საქართველოს საშინაო საქმეებში გარედან დაუფარავ ჩარევას ვხედავთ. საქართველოს მიმართ სანქციების გამოყენების მუქარებიც კი გვესმის, თუ ამა თუ იმ კანონს გამოიყენებენ თავისთან, რა არის თუ არა პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში?" - თქვა დიმიტრი პესკოვმა.