გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც უნივერსიტეტების საერთო განცხადებას ხელი მოაწერა. აღნიშნულის შემდეგ სამართლის პროფესორმა, ზაზა თავაძემ უნივერსიტეტი დატოვა.
„გთხოვთ, შემიწყვიტოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტატუსი", - წერს თავაძე.
საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა.
უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე.