რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანთან, სპეციალური დანიშნულების რაზმისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
ადგილზე, ასევე, განთავსებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო დახმარების მანქანები. ისინი მოქალაქეების აფრთხილებენ და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.