ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნორვეგიის საგარეო: „აგენტების კანონის“ მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს.

„უცხოური აგენტების კანონის" მიღება, მიუხედავად ფართო პროტესტისა და შეშფოთებისა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის ურთიერთობას მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს" - წერს ნორვეგიის საგარეო X-ზე.

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.