ბათუმში მასშტაბური, საპროტესტო მარში გრძელდება.
დემონსტრანტებს ქალაქის ერთ-ერთი შემოსასვლელი, გოგებაშვილის ქუჩა, თითქმის ერთი საათით გადაკეტილი ჰქონდათ.
მანამდე აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია-მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყვეს, შეძახილებით “არა რუსულ კანონს”. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და თორნიკე რიჟვაძეს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით განმარტება მოსთხოვეს.
ავტორი: სულხან მესხიძე