ბსუ-ს ადმინისტრაციამ გაფიცულ სტუდენტებს უნივერსიტეტში შესასვლელები ჩაუკეტა.
სტუდენტები წვიმაში, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ აქციას. ისმის შეძახილები “შემოგვიშვი”.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია-მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყვეს შეძახილებით “არა რუსულ კანონს”. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და თორნიკე რიჟვაძეს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით განმარტება სთხოვეს.
ავტორი: სულხან მესხიძე