ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „აგენტების კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

ცენტრალურ პარკში შეკრებილები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზრს და საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს.

„პირველ რიგში ჩვენ, სკოლის მოსწავლეები, #1 საჯარო სკოლისა და #2 და #4 და ევრო 2000-ის სკოლებიდან შევიკრიბეთ დამამთავრებელი კლასის ბავშვები, 11-ე, 10-ე და 12-ე კლასის მოსწავლეები და ვაპროტესტებთ რუსულ კანონს და ასე ვთქვათ, მთავრობის იმ რადიკალურ ზომებს, რომელიც გამოყენებული იქნა, ჩვენი თანატოლების მიმართ”, - ამბობს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, ანდრო ვარშალომიძე.

ბათუმის რამდენიმე სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეები ერთდღიანი პერფორმანს აქციით 6 მაისის პარკთან შეიკრიბნენ.


ავტორი: სულხან მესხიძე