მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს, - ამის შესახებ ნატოს პრესსპიკერი, ფარა დახლალა აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
„[კანონი] საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს“, - წერს ნატოს პრესსპიკერი X-ზე.
The Georgian government’s decision to pass legislation on so-called “foreign agents” is a step in the wrong direction and takes Georgia 🇬🇪 further away from European and Euro-Atlantic integration. We urge #Georgia to change course and to respect the right to peaceful protest.
— NATO Spokesperson Farah Dakhlallah (@NATOpress) May 15, 2024