ბათუმში საჯარო სკოლების მოსწავლეების საპროტესტო აქცია იმართება. 14-მდე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
მათი შეფასებით, ისინი ირჩევენ ევროპულ მომავალს, კულტურასა და განათლებას. ამასთან, მიაჩნიათ, რომ პროცესებში ჩართვა მათი ვალდებულება და არჩევანია.
„მიუხედავად იმისა, რომ სკოლები სხვადასხვა სახის ზეწოლასა და მუქარას აქვს ადგილი ჩვენ მაინც არ გვეშინია, ვაფიქსირებთ საკუთარ აზრს,” - განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოსწავლეებს პროტესტს პედაგოგები არ უერთდებიან, თუმცა ახალგაზრდების თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლის შედეგია.
პარალელურად, ბათუმში სტუდენტები არიან გაფიცულები. დღეს, აქცია საღამოს, 19:00 საათზე ბსუ-ს შენობასთან განახლდება.
ავტორი: სულხან მესხიძე