ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს პარლამენტის მიერ მიღებული უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

„დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს წუხილი აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭვირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა მზაობა შემდგომი დიალოგისთვის“, - აცხადებენ პარლამენტში.