ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე უარყოფს შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით და სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებით საქართველოს ხელისუფლება სწორად მოიქცა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს ვეთანხმებით. არ ვიცი, მან რა თქვა, ჩემი საქმე არ არის მისი ნათქვამის განსჯა, მაგრამ არა, ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ „ქართული ოცნება“ მართალი იყო ან სააკაშვილთან, ან სანქციებთან დაკავშირებით, ან რაიმე მსგავს საკითხში. განსაკუთრებით, ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით ცხადია, რომ თუ საქართველოს ჰყავს ახლო მეგობარი, უპირველესად, ეს ბალტიისპირეთია", - თქვა ბრაჟემ.
ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მარგუს ცაჰკნა, ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი თბილისში 15 მაისს ჩამოვიდნენ.