ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ საჭიროდ ჩათვალა განმარტება გააკეთოს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის საპასუხოდ ვფიქრობ, აუცილებელია განვმარტო, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც ევროპული რჩევები და ღირებულებები უგულებელყო. ჩვენ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვხატეთ და არა „გარკვეული შეშფოთებები“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე.
მანამდე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც მათ ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინა, რუსეთს სანქციები არ დაუწესა და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლა.
In response to confusion about the meeting with the Chair of the Parliament of Georgia @shpapuashvili, I feel the need to clarify that we did not agree that Georgia was right to ignore European advice and values, and we expressed extremely strong views, not "some concerns". pic.twitter.com/keuj60Xsxx
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 15, 2024