ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჰაჯა ლაბიბი: ბელგია საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ბელგია საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ჰაჯა ლაბიბი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ ინიციატივას გადახედოს და ევროკავშირის მიმართ თავისი ვალდებულებები შეინარჩუნოს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. ქართველები ევროპული მომავლისკენ ისწრაფვიან. მათი ხმის მოსმენა აუცილებლად უნდა მოხდეს“, - წერს ჰაჯა ლაბიბი.