ქართველი კანონმდებლების მიერ დამტკიცებული ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს აშორებს ევროინტეგრაციას, რომელიც ქართველების მთავარი მიზანია და რომელსაც ნატო მხარს უჭერს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა X-ზე წერს.
„მოვუწოდებთ საქართველოს [მთავრობას] შეცვალოს კურსო და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - წერს კოლომინა.
Recently approved Georgian legislation on so-called “foreign agents” is a step in the wrong direction & takes 🇬🇪 further away from its Euro-Atlantic integration, a key goal for Georgians that #NATO supports. We urge 🇬🇪 to change course & to respect the right to peaceful protest
— Javier Colomina (@JavierColominaP) May 15, 2024