ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საპატრიარქო: 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მცხეთაში მსვლელობა გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქალაქ მცხეთაში მსვლელობა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამღვდელოება სავედრებელ პარაკლისსაც გადაიხდის.

„დღის 12:00 საათზე, თეატრონის ტერიტორიაზე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან შეკრებილი მოსახლეობა გამართავს მსვლელობას სვეტიცხოვლის ტაძრისკენ და 13:00 საათზე სამღვდელოება გადაიხდის სავედრებელ პარაკლისს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.