ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, „აგენტების კანონი“ რუსული არ არის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონი რუსული არ არის და სტუდენტურ გაფიცვას ხელს არ შეუწყობს.

„არ შეიძლება გაფიცვა, როგორც კი იქნება საშუალება, აღუდგენენ სტუდენტებს ლექციებს“, - უთხრა რექტორმა უნივერსიტეტთან მისულ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ 36 უნივერსიტეტს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ „პოლიტიკური პროცესები აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს" და არ უნდა აისახოს სწავლის პროცესზე.