ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავების მომენტში ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას.
„საერთოდ ვერ მივხვდით, რაზე დაგვაკავეს. იქ ბევრი ადამიანი დააკავეს კიდევ. გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ, გვიღებდნენ, თან ამავდროულად“, - განაცხადა გრიგორიადისმა.