ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Financial Times: ევროკავშირი გაყინავს საქართველოს განაცხადს გაწევრიანებაზე, თუ კანონს მიიღებენ

ევროკავშირი შეაჩერებს გაწევრიანების პროცესს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში „უცხო ქვეყნის აგენტების" კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გამოცემა ევროკავშირიდან 3 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუ კანონი ძალაში შევა, გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, ეს ყველაფერს აპაუზებს" - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.