„აგენტების კანონი“ შეიძლება ისეთი საფრთხის შემცველი არ იყოს, როგორც მათ ხელშია, ერთპიროვნული დიქტატურის ხელშია ეს კანონი სახიფათო, რომ ერთ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ბოროტად, თორემ დასავლურ დემოკრატიებში, სადაც ხუთი, ექვსი პარტიისგან არის კოალიციები შემდგარი, იქ არავის არ უჩნდება აზრადაც, რომ ეგეთი კანონები გააპროტესტონ, რადგან იმდენი დამცავი მექანიზმია , - ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილმა TV24-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აქ საზოგადოებას არავინ და არაფერი არ იცავს.
„ამიტომ მათ ხელშია ეს კანონი სახიფათო, ამიტომ არ უნდა ჩაყვეს არც პრეზიდენტის ინსტიტუტი და არც ის აზვირთული მიტინგი, რომელსაც ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ. გაიწვიონ და მორჩა, უკან დასახევი გზა არ აქვს საზოგადოებას.
მაგალითს მოგიყვანთ გუშინდელი, გუშინწინდელი განცხადებებიდან და თვითონ ბატონ ივანიშვილის მოქმედებიდან. მან ო'ბრაიენი არ მიიღო, არ დათანხმდა მასთან შეხვედრაზე, ეს შიდა მოხმარებისთვის გამოიყენა, თავის გუნდს აჩვენა, ამერიკელებს არ ხვდება და თავს გრძნობს თავდაჯერებულად, მაგრამ ეს არ არის მართალი - შიდა პოლიტიკისთვის არის გამოყენებული.
ივანიშვილს ყველაზე დიდი შიში აქვს, შიდა ვერტიკალი არ დაენგრეს, ეს სანქციები რომ დაიწყებს ამოქმედებას, თუ აამუშავებს დასავლეთი, მან არ იცის მის ქვეშევრდომებს რა რეაქცია ექნებათ, უცბად არ ჩამოეშალოს ეს ვერტიკალი და ამხნევებს შიგნიდან. ეს ივანიშვილზე არ არის დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული იმ 500 ადამიანზე, ვინც მის ვერტიკალს ამაგრებს და ამყარებს“, - აღნიშნა შალელაშვილმა.
მისივე თქმით, გამოსავალი იმაშია, რომ გაიწვიონ ეს კანონპროექტი, მას უკან გაჰყვნენ ან ჩაატარონ დემოკრატიული არჩევნები დასავლელი დამკვირვებლების ქვეშ, რომელიც მათ არჩევნებს ცნობს.
„დარწმუნებული ვარ, დღეს საზოგადოების დაკვეთაა კოალიციური ხელისუფლება. ამ ფორმით გაგრძელება ჩვენი ქვეყნის აღარ შეიძლება, ქართული ოცნება გახდა პათოლოგი - პათოლოგია არის პროგრესირებადი ავადმყოფობა. ქართული ოცნება ვეღარ შეიცვლება, ქართულ ოცნებას არც დასავლეთი ლეგიტიმაციას ვერ მისცემს, რადგან იციან ეს სტრუქტურა ვისზე და რაზეა აგებული, ამიტომ ამის რეაბილიტაცია ვეღარ მოხვდება. ქართული ოცნება ახალს საზოგადოებას ვერაფერს შესთავაზებს. გამოსავალი თავისუფალი დემოკრატიული არჩევნებია დემოკრატიული არჩევნების გზით, ხელისუფლების გადაბარება და გადანაწილება და ქართული ოცნების გასტუმრება მშვიდობიანად სახლში“ - აღნიშნა შალელაშვილმა.