„ქართული ოცნება“ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობებს აორგანიზებს. შიდა ჩათებიდან ვრცელდება „სქრინები“, სადაც სამოქმედო გეგმაა გაწერილი.
კერძოდ, ჩამოთვლილია რეგიონები, შეკრების კონკრეტული ადგილები და დროები, ასევე მსვლელობის მარშრუტები და მონაწილეების რაოდენობა.
პარალელურად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში მსვლელობა გაიმართება.