ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის

კანონის შინაარსს არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ, უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა სახელმწიფოზე, რომელიც გარედან ისმის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ეკლესიას ძალიან ცუდად შეეხო და „ვიცით, თავად მისი ცხოვრების წესი რაც არის".
„მოვისმინეთ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ როთის ძალიან სამარცხვინო განცხადება, სადაც შეეხო ეკლესიას ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან, ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით, რაც არის“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.