თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის საკუთარ თავს და აქციის მონაწილეებს იცავდა. ამასთან ოკმელაშვილმა თქვა, რომ აქციის დროს სამართალდამცველები არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ.
გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლიცია შევიდა სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ და მათ პავილიონში ჩხრეკა ჩატარდა.