ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კალაძე: პრეზიდენტი კონსტიტუციის უპირველესი დამრღვევია

თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მას არ აქვს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება.

„ნაცვლად იმისა, რომ კანონისა და კონსტიტუციის უპირველესი დამცველი იყოს, არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი. სალომე ზურაბიშვილი სადაც უნდა იქ იყოს, ვისთანაც უნდა იქ იყოს, პოლიტიკურ პარტიასთან თუ არა პარტიასთან, არ აქვს მნიშვნელობა. „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, შეინარჩუნებს მშვიდობასა და უზრუნველყოფს ქვეყნის მომავალს. რაც შეეხება სხვა რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, - განაცხადა კალაძემ.