ეს მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს, ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ ვიღაცამ, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ტონით გველაპარაკოს, თავის მოსახლეობას ელაპარაკოს ამ ტონით, - ასე შეაფასა თბილისის მერმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედოს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე და ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადაგვედგას. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, მიიღო კანდიდატის სტატუსი, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი. შესაბამისად, ჩვენ ვართ ზუსტად ის გუნდი, ვინც ამ გზას ბოლომდე გაიყვანს“, - განაცხადა კალაძემ.