თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ხმაური იყო. სამართლის სტუდენტები გეგმავდნენ, ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც ლექციის ჩასატარებლად მივიდა, მდუმარე, სირცხვილის კორიდორი მოეწყოთ, რასაც ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთისგან სტუდენტების მისამართით შეძახილები და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ვითარების განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა თბილისის საპატრულოს უფორისი გოგა მემანიშვილი.
კობახიძის ლექცია 10:00 საათზე დაიწყო, სტუდენტების ცნობით, ლექციაზეც პრემიერს თავისი ახალგაზრდულის წარმომადგენლები ჰყავს შეყვანილი, რადგან, მათივე ცნობით, სტუდენტები გაფუცულები არიან.