ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ევროპარლამენტარი როიტენი ივანიშვილის, კობახიძის და პაპუაშვილის დაუყოვნებლივ დასანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტარ თიის როიტენის თქმით, ევროკავშირმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს.

როგორც ის X-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, სანქციები უნდა დაუწესდეთ იმ დეპუტატებსაც, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს.

ევროპარლამენტარი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალს და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა საკუთარ დემოკრატიას იცავს.

„საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო ევროპაა და კანონი, რომელიც მიიღეს, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტის მიერ. ამიტომ, მე მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ბატონი ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ. აგრეთვე, იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს და მათ წინააღმდეგაც, ვინც ვეტოს დადების შემდეგ კანონის მიღებას მაინც დაუჭერს მხარს.

მოვუწოდებ ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ჩართულობა საქართველოს მთავრობასთან...ევროკავშირმა უნდა გამოიწვიოს თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს დიდ აღფრთოვანებას ქართველი ხალხისადმი, რომელიც უკვე კვირებია ქუჩებში დგანან. ისინი ყოველ დღე იცავენ საკუთარ დემოკრატიასა და სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი. ჩვენ გავიმარჯვებთ", - აცხადებს როიტენი.