საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტებს, ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო - ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციების, პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს, 84 ხმით, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.