პარლამენტთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც „თეთრხალათიანები“ შეუერთდნენ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით „9 აპრილის ბაღიდან“ მივიდნენ.
მათ პარლამენტთან შეკრებილები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
პარლამენტთან მობილიზებული რჩება პოლიცია.
საპროტესტო მარში მიმდინარეობს ბათუმშიც.